რეკომენდაციები გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად

გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტების რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტისგან შედგება და საკმაოად მარტივად შესასრულებელია. პრობლემა კი ის არის, რომ აღნიშნულ „ოქროს წესებს“, მისი სიმარტივის მიუხედავად, მოსახლეობა ნაკლებად იცავს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის რეკომენდაციით, ჰიგიენის წესების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში, ქვეყანაში ის მდგომარეობა არ გვექნება, რაც დღეს არის.

„ოქროს წესებზე“ ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

“ჩვენ არ გვიყვარს დახურული სივრცის განიავება, ზამთარში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება და ბავშვების ადეკვატური ჩაცმა. ძალიან ხშირად, როდესაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, მიუხედავად ტემპერატურისა, ძალიან ბევრი ტანსაცმელი აცვიათ, რაც ვირუსის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია; პრევენციისთვის რეკომენდირებულია ყოველწლიური ვაქცინაცია; დახურული სივრცის ხშირი განიავება; სველი წესით დალაგება; ხელის ხშირი დაბანა; ახლო კონტაქტების თავიდან აცილება და ნიღბის გამოყენება“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები

One Thought to “რეკომენდაციები გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად”

  1. Rusa

    დეფიციტი სრ არსებობს ვისაც ფულით ააქვს ჯიბე სავსე, გაჭირვებულმა ადამიანმა და პენსიონერმა როგორ უნდა იყიდოს 280 ლსრი პენსიით 99 ლარიანი წამალი?