“რეგულაციები ტაქსის მძღოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა”- შალვა ოგბაიძე

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ავტომობილის თეთრ ფერად გადაღებვა მის ფასზე ნეგატიურად აისახება, არასერიოზულად მიიჩნევს. ეს განცხადება დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები სწორედ ტაქსის მძღოლების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

„ჩვენ ტაქსის მძღოლების პულსზე გვიდევს ხელი.  საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიას  ყოველდღიური კავშირი აქვს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და ყველა საკითხი  შეჯერებული და გავლილია“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ეცადნენ, რომ ხელზე დაეხვიათ მოსაზრება, თითქოს თეთრად გადაღებვა ფასს აკლებს ავტომობილს.

„მე, როგორც ავტომობილისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ფასს აკლებს არა ფერი, არამედ ის, რომ ავტომობილი, რომელიც   დიდი ხნის განმავლობაში ტაქსის ფუნქციას ასრულებდა, უფრო ნაკლებად ფასობს“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ. 

მსგავსი თემები