რა წესები უნდა იქნას დაცული ოფისებსა და დახურულ სივრცეებში?

ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რა წესები უნდა იქნას დაცული ოფისებსა და დახურულ სივრცეებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ დაწესებულებებში სამუშაო მაგიდებს შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ.

მისი თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია სხვა წესების დაცვაც, როგორიცაა განიავება, ხშირი დალაგება სველი წესითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები