“რა ფასი აქვს სიმღერას, თუ თავისუფლები არ ვიქნებით” – ნინო ქათამაძე რუსეთში აღარ იმღერებს

ცნობილმა ქართველმა ჯაზ მომღერალმა, ნინო ქათამაძემ, BBC-ის რუსულ მედია საშუალებას ინტერვიუ მისცა, სადაც ცოტახნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ რუსეთში აღარ იმღერებს ისაუბრა. ნინო ქათამაძეს თქმით, მითია, რომ პოლიტიკა და ხელოვნება  ცალ-ცალკეა.

“მგონია, რომ მითია, პოლიტიკა ცალკეა და ხელოვნება ცალკე. შესაძლებელია ცივილურ სახელმწიფოში და ქვეყანაში ესეც არსებობდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები რეალურად სახელმწიფო საქმეს აკეთებენ და აკეთებენ ადამიანებისთვის. ხელოვანი ადამიანები კი, მათ უადვილებენ რთულ, სულიერ ცხოვრებას. ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი გზიდან, სადღაც 500 მეტრში არის ხელოვნური, მოგონილი საზღვრები. ადამიანები საერთოდ ვერ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, საფლავები არ აქვთ. მე ვალდებულიც კი ვიყავი ამ ადამიანების წინაშე ვყოფილიყავი მართალი. უარის თქმით, მილიონობით მსმენელზე, ის მიზანი კი არ მქონდა, რომ ერთმანეთი გაგვეღიზიანებინა, ან რაღაცა ცუდი ტონით გვესაუბრა ერთმანეთთან. მიზანი არის ის, რომ მარტო ჩვენ არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არსებობს ისტორიები, რომლებიც არის ტკივილით სავსე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ისტორიების იგნორირების.  რა მნიშვნელობა აქვს სიმღერას, რა ფასი აქვს მაშინ სიმღერას, თუ კი ჩვენ თავისუფლები არ ვიქნებით,” – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

22 ივნისს, თბილისში, როდესაც საპროტესტო გამოსვლები იყო დაწყებული, ნინო ქათამაძემ მოსკოვში ფესტივალზე იმღერა. როგორც მოგვიანებით განმარტა, ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო რუსეთში. 

მსგავსი თემები