რა უნდა გავითვალისწინოთ „კორონავირუსის“ საპრევენციოდ – პედიატრის რეკომენდაცია

რა სიმპტომები ახასიათებს „ახალ კორონავირუსს“ და  როგორ უნდა მივცვხვდეთ, რომ შესაძლოა ე.წ. მკვლელ ვირუსთან გვაქვს საქმე – ამ საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, “ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა  თამარ ოგბაიძემ ისაუბრა.

„ახალი კორონავრუსის“ სიმპტომები სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია და ეს არის:  ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ტკივილი მკერდის არეში. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ძალიან ნაკლები ინტენსივობით, უსიმპტომოდ ან შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ გამოხატული მაღალი ცხელებით. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ დაავადების თავისებურებაზე, არამედ თვითონ ადამიანის თავისებურებაზე“ – განაცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება პრევენციას, თამარ ოგბაიძე რამდენიმე აუცილებელ და გასათვალისწინებელ რეკომენდაციას იძლევა.

 „ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაციაა, თუმცა ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ არსებობს. პრევენცია, პირველ რიგში, ნიშნავს კონტაქტების შეზღუდვას. თუ ვინმეს აქვს ხველა, მაღალი ცხელება, მოვერიდოთ ასეთ ადამიანებთან კონტაქტს. ამ კონტაქტს შემდეგ, აუცილებელია, ხელების კარგად დაბანვა. ჯანმო მოგვიწოდებს, რომ დავიბანოთ ხელები არა მარტო კონტაქტის, ან ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, არამედ ვიბანოთ ძალიან ხშირად. ეს უნდა მიმდინარეობდეს 20 წამის განმავლობაში. თუ დაბანვის საშუალება არ არსებობს, მაშინ რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ალკოჰოლის შემცველი ხსნარები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აეროპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საჭიროა, შევამციროთ კავშირი გარეულ ცხოველებთან, ფერმებთან და არ მივირთვათ თერმულად დაუმუშავებული საკვები. როდესაც საუბარია ხველასა და ცემინებაზე, უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი ეტიკეტი. ხელსახოცი უნდა ავიფაროთ ცხვირსა და პირზე. მისი არარსებობის შემთხვევაში კი, უნდა მივიფაროთ მოხრილი იდაყვი. თუ კი იყენებთ ხელსახოცს ან ცხვირსახოცს, ის მისი გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ“ – განაცხადა  პედიატრმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები