„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, — არქიმანდრიტი ოპერის მომღერალზე

ბერა ივანიშვილის მხრიდან ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად  გადარიცხული 1.1 მილიონ აშშ დოლარი, საქართველოში, გარკვეული ჯგუფების მხრიდან კრიტიკისა და ლანძღვის საგანი გახდა. ზოგიერთები ქველმოქმედებას დადებითად აფასებდნენ, ზოგიერთები კი პირიქით. ერთ-ერთი, ვინც ბერა ივანიშვილი ამაზონისთვის გაღებული მილიონის გამო გააკრიტიკა, ოპერის ცნობილი მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილია.

“ვაი შე საცოდაო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!”- ასე შეაფასა ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილის ქმედება.

მსგავსი განცხადებების გამო, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს როგორც მლანძღველები, ისე დამცველებიც გამოუჩდნენ. ერთ-ერთი, ვინც ბერა განხორციელებული ქველმოქმედებისთვის დაიცვა,  სასულიერო პირი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაიშვილის, რომელსაც, ბერას დაცვაში ოპერის მომღერალი შემოელანძღა და უფრო მეტის.  

   

„აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“, – ასეთი შეფასება მისცა არქინამდრიტმა რაჭველაშვილის კრიტიკას. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაპირისპირება არქიმანდრიტთან დაიწყო. მისი სიტყვები, ბევრმა წყევლადაც კი აღიქვა. არქიმანდრიტმა კი განმარტება-განმარტებას მიაყოლა.

„არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას… არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა [ბერას] ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო“.

მსგავსი თემები