“რაში გადაიყარა ათასობით ლარი, შუშის შახტის დამონტაჟებაში?” – ფოტო სოციალური ქსელიდან

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო, იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, ვაკის პარკში, ეტლით მოსარგებლეებისთვის დამონტაჟებული ლიფტი დაზიანებულია და უმოქმედოდ დგას.

“ვაკის პარკში ჩასასვლელი ლიფტი სად გაიპარა? ეტლით მოსარგებლე ხალხი ვერ ჩადის სასეირნოდ, რაში გადაიყარა ათასობით ლარი, შუშის შახტის დამონტაჟებაში?”, – წერს ფოტოს ავტორი, კახა მჭედლიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ადგილზე გავიდა გამგეობის ​საუბნო განყოფილების უფროსი და ლიფტის მდგომარეობა შეამოწმა. 

“ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი ლიფტი არავის გაუძარცვავს, ის მუშა მდგომარეობაშია”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.  

მსგავსი თემები