რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი, 23 მლნ ლარად გაიყიდა

თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა, კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბები, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული, სარურაო აუცი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ.

მისი თქმით, რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ

მსგავსი თემები