„რაგბის კავშირმა ვაკესა და გლდანში ბავშვების კუთვნილი მიწა გაყიდა“ – პრეზიდენტობის კანდიდატი

„ვიწრო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მიწა უნდა გაყიდულიყო, ბავშვების კუთვნილი მიწა – არა მარტო მზიურში, არამედ გლდანშიც“, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით,  რაგბის კაბშირში არსებობს სხვა ფინანსური დარღვევებიც.„წელს ვალით ვიწყებთ. 25 მილიონი იყო, 17 მილიონი იყო სახელმწიფო 8 მილიონი კი სპონსორებისგან. შედეგი მითხარით, სად არის?“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა „მედიაცენტრ მთავარში“ და რაგბის კავშირის არსებულ ხელმძღვანელობა, პრობლემებთან დაკავშირებით, დებატებში გამოიწვია.

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები