“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც” – ვლადიმერ ჟირინოვსკი

“რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ” – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

რუსეთის დუმის დეპუტატი პუტინს საქართველოს სამაგალითოდ დასჯიდკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ არ შეიძლება ხალხებს შორის მეგობრობაზე საუბარი, როცა რუსი დიპლომატები “საქართველოში კინაღამ მოკლეს”.​

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა დაწესდეს მკაცრი ეკონომიკური სანქციები. 

“მხოლოდ ბორჯომით არ უნდა შემოვიფარგლოთ, შევწყვიტოთ ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან. შევუწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება შევაჩეროთ გზავნილები. აქ უამრავი არალეგალი ბიზნესმენია, რა ხალხებს შორის მეგობრობა მოგინდათ. ლამის დიპლომატები მოგვიკლეს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადამწყვეტი და ხისტი ზომები და წესრიგი დავამყაროთ მთელ სამხრეთ კავკასიაში – ასე მივაღწევთ გამარჯვებას. რუსული დროშა უნდა ფრიალებდეს თბილისის თავზეც და კიევშიც, სხვა შემთხვევაში პროფაშისტური რეჟიმები იბატონებენ,” – განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. 

ცნობისთვის, რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრე, არც ერთის წინააღმდეგი.

აკრძალვა კი შეეხება ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტს რუსეთში და საქართველოს მიმართულებით ფულად გადარიცხვებს.

მსგავსი თემები