ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა

ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.

მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა.

„მედიაცეტრი მთავარი“ იზიარებს ნინის ახლადშექმნილი ოჯახის დიდ ტრაგედია. ვუსამძიმრებთ ყველას, ვისაც ნინისთან რაიმე შეხება ჰქონია. ნათელში იყოს შენი სული ნინი!

მსგავსი თემები