„პროგრამის მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამის მაქსიმუმს მივხედავთ”, –  სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი და კინოთეატრ “ამირანთან” გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გუშინდელმა დღემ უდიდესი პროტესტისა და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა “გეი-პროპაგანდას”.

როგორც “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, ისინი სამართლიან პროტესტს გააგრძელებენ.

“მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის 3 სხვადასხვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკებისა და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი „მამათმავალი“ შევიდა კინოთეატრში და “გეი-ფილმს” უყურა – მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა „გეი-პროპაგანდას“! გამარჯვება ისაა, რომ მთელი მსოფლიოს პრესა წერს – „ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო“! გუშინდელი აქციით მთელს საქართველოს მოსცილდა ის სირცხვილი, რომელიც “გეი-ფილმის” გადაღებამ მიაყენა. პროგრამის მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამის მაქსიმუმს მივხედავთ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„პროგრამის მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამის მაქსიმუმს მივხედავთ”, –  სანდრო ბრეგაძე”

  1. I appreciate looking through your web sites. Kudos!|

  2. [url=https://tretinoinsale.com/]tretinoin 0.1 coupon[/url]