პლენარულ სხდომაზე, გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების”  თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა.

ნოზაძის გამოსვლის შემდეგ, გიგა ბოკერიამ “ქართულ ოცნებას” მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა:

“ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,”- განაცხადა ბოკერიამ.

მის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოყვა, ბოკერიას რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, რომ წარსულს პატივი უნდა სცეს და ამ კონტექსტში მისი მშობლებიც ახსენებს.

“ჩვენ შორის, ვინც რუსეთის დავალებას ასრულებდა იმას მოეკითხოს მშობლები,”- მიმართა ბოკერიამ ნოზაძეს.

საბოლოოდ ბოკერიას ვიცე-სპიკერის მითითებით მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

მსგავსი თემები