ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში, სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამის მიზანია,  ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მათი კარიერული და პიროვნული ზრდის მხარდაჭერა.

პროგრმი ოკუპირებული ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი ჩაერთო. აქედან ტესტირებაზე გავიდა 139 მათგანი და ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლას გააგრძელებენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე, მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე.

პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი თემები