თბილისში უცნობი პირები ეთნიკურად აზერბაიჯანელს დაესხნენ თავს

ცოტახნის წინ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა თბილისის ცენტრში. უცნობი პირები ეთნიკურად აზერბაიჯანელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თვითმხილველებისა და თავად დაზარალებულის განცხადებით, ისმოდა შეძახილები – “საიდან მოხვედი”, “რატომ ჩამოხვედი”. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტი შესაძლოა, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარიყო. 

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მსგავსი თემები