“პუტინის განცხადებები ჩვენი ცოდვების შედეგია” – მეუფე სპირიდონი

“პუტინის განცხადებები ჩვენი ცოდვების შედეგია”, – ეს განცხადება სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა გააკეთა.

“სახელმწიფოს მეთაურმა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მართლმადიდებელი ქვეყნის, განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში. საერთოდ, ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო… ეს ესე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ, მე გეტყვით თქვენ, ეს განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ, ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის  ნატო და ევროკავშირი, ეს არის ქვეყნები, რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? იგივე არ არის, აგერ, ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ, რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას.

მსგავსი თემები

One Thought to ““პუტინის განცხადებები ჩვენი ცოდვების შედეგია” – მეუფე სპირიდონი”

  1. კობა

    და თვითონ რუსები ვითომ ანგელოზები არიან ? ან მონღოლები იყვნენ წმინდანები – ნახევარი მსოფლიო რომ დაიპყრეს ?