პრემიერ-მინისტრი დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს. ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო და თემატიკა უცნობია, თუმცა შესაძლოა, განცხადება მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს, რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა დღევანდელი ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ

ამასთან, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მსგავსი თემები