პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა

თბილისის საკრებულოში პროექტი -“თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, რომლის ავტორი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა, განახლდა.

იანვრის პირველ შეხვედრას საკრებულოს წევრები, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიების წარმდგენი და მომხსენებელი, ასევე, გამოფენების ავტორები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მარიკა დარჩია აცხადებს, პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, 2018 წელს დაიწყო და ყოველ ჯერზე განსხვავებული თემები ჰქონდათ.

პროექტის ფარგლებში, იწვევენ მოქალაქეებს, ვისაც უყვარს თბილისი და ისტორიულ თემებთან ერთად, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და პროექტებზე საუბრობენ.

ღონისძიებაზე მარიკა დარჩიასთან ერთად სიტყვით მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ და შობა-ახალი წლის აღნიშვნის იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

შეხვედრის დასასრულს, მარიკა დარჩიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, ერთ-ერთი ძველი საახალწლო ტრადიციის შესაბამისად, გამომცხვარი საშობაო ბასილები გადასცა.

თბილისის საკრებულოში პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება.

მსგავსი თემები