„პრემიერ-მინისტრს მეტი ძალისხმევა მართებდა“ – დავით ჭიჭინაძე პენსიის 20 ლარით ზრდაზე

„პენსიის ოცი ლარით გაზრდაზე საუბარი დღეს ძალიან უხერხულია. იმიტომ, რომ ამაზე „ქართული ოცნება“ მას მერე საუბრობს, რაც ჩვენ 2016 წელს არჩევნებში გავიმარჯვეთ” – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიინაძე და პრემიერ მინისტრს ურჩევს, ბიუჯეტის შესაძლებლობებისთვის გადაეხედა.

„თუ ბიუჯეტში იმ ხვრელებს დაიჭერენ, სადაც ასეულობით მილიონი ქრება, მე ვფიქრობ, უფრო მეტი საშუალება იქნება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს, ალბათ, გაცილებით მეტი ძალისხმევა მართებდა, იმისთვის, რომ ცოტა გადაეხედათ ბიუჯეტში შემოსავლებისთვის და მოსახლეობისთვის არა მხოლოდ ოცი ლარით გაეზარდათ პენსია, არამედ თუნდაც იმის დაბალანსება მაინც მოეხდინათ, რაც საბოლოო ჯამში იმ გაძვირებამ გამოიწვია, რაც დღეს ქვეყანაში ლარის კურსის გამოა. მითუმეტეს, რომ 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა,“ – აცხადებს დეპუტატი პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშრებით, რომელიც პარლამენტშ დღეს გაიგზავნა.

მამუკა ბახტაძე პალამენტში ანგარიშს მომავალ კვირას წარადგენს.



მსგავსი თემები