პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ახალი რეგლამენტის წესს განმარტავს და ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ მინისტრის ვიზიტს ეხმიანება.

“საგაზაფხულო სესია, რომელიც ახალი რეგლამენტით მიმდინარეობს ძალიან აქტიურია. რეგლამენტის რეფორმით მთავრობას და პარლამენტს შორის, დემოკრატიის მხრივ უფრო მაღალი სტანდარტი ჩამოყალიბდა. თვის ბოლო პარასკევს, ინტერპელაციით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარდგება და საინტერესო განხილვა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების რეგულარული ურთიერთობა პარლამენტთან მისასალმებელია. რეგლამენტის თანახმად ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი თემები