პრემიერ-მინისტრი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, – დაწერა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში.

კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, თუმცა მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა.

მსგავსი თემები