პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

19 მსჯავრდებული პენიტენციალურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა მათ შეწყალებას ხელი უკვე მოაწერა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანია განაცხადა, პრეზიდენტის მორიგი შეწყალების აქტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, 19 თავისუფლება აღკვეთილი პირი შეიწყალა. აქედან 2 ქალბატონია. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, მათ შორის, 2 ქალი“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მსგავსი თემები