პრეზიდენტი, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გაივლის

„დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზა გავიარო“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – “კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა” სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, “კულტურული მარშრუტები” დაეხმარება, ევროპამ უკეთ გაიცნოს. მისი თქმით, საქართველო ევროპაში ინტეგრაციისკენ მიისწრაფის ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ შეაჩერებს.

,,ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ. პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები