პრეზიდენტის ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდი 15 000 ლარად გაიყიდა

საქართველოში ​დღეს, The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ ორგანიზებული ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. წარმოდგენილ 50-მდე ლოტს შორის, კაკლისა და რცხილას ხისგან დამზადებული, პრეზიდენტის ხელნაკეთი და პირველი ლედის მოხატული ნარდიც იყო, რომელიც 5700 აშშ დოლარის ექვივალენტად ლარში გაიყიდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინიტრაციაში აცხადებენ, საქველმოქმედო აუქციონიდან შესული თანხით უმწეო მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა ინტეგრირებული სახლი აშენდება, რომლის ანალოგი მსოფლიოში სულ რამდენიმეა და ათწლეულის საუკეთესო იდეის სახელითაა ცნობილი.

ღონისძიებაზე გამოცემა The New York Times Turning Points-მა საქართველოს პატრიარქსა და საქართველოს პრეზიდენტს გამოცემის სპეციალური პრიზი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული პრიზი, რომლითაც The New York Times-ი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებს ყოველწლიურად აჯილდოებს, შემწყნარებლობის იდეალების პოპულარიზაციისათვის გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ შარშანწინ, ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად აღვნიშნეთ, ვისაც შესაძლოა ძალიან დიდი შემოსავალი, ან შესაძლებლობა არ აქვთ, მაგრამ გააჩნიათ გაზიარებისა და სხვებისთვის ცხოვრების შემსუბუქების სულისკვეთება. ყოველი ასეთი წამოწყება აღმაფრთოვანებელია, ჩვენი ქართული საზოგადოიების ერთობას ქმნის და იმედს გვაძლევს მომავალში მისი გაძლიერების. ჩვენი ღირებულებები, ასევე ქართული საზოგადოების მონაპოვარია. ეს ტოლერანტობა გასაფრთხილებელია ისევე, როგორც ქართული ენა და ქართული ფოლკლორი, როგორც ნაწილი ჩვენი კულტურული იდენტობისა. დიდი მადლობა ამ ჯილდოსთვის! გისურვებთ წარმატებას – შევეხიდოთ ერთმანეთს ბავშვთა და მოხუცთა სახლის შექმნაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე სიმბოლური პრიზით საქართველოს პირველი ლედიც დაჯილდოვდა. მაკა ჩიჩუას გამომცემლობისგან საყოველთაო სიმპათიის პრიზი გადაეცა.

გამოცემის პრეზენტაციაზე გამომცემლობის „სახე)ლ)ები” სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, მათ შორის,ქართული კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, კომპოზიტორი გია ყანჩელი, ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ფერმწერი და სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი და მხატვარი დიმიტრი ერისთავი.

 

მსგავსი თემები