პრეზიდენტი სახელმწიფო დროშის დღეს, ყოველ წელიწადს სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, 14 იანვარს, სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს.

პრეზიდენტის თქმით, ის ყოველ წელიწადს სხვადასხვა რეგიონიდან მიულოცავს საქართველოს მოსახლეობას ამ დღეს.

“ვაპირებ, ყოველ წელს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ ამ დღეს, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დროშა ყველას  გვაერთიანებს,  ერთიანობის ნიშანი ჩვენი დროშის შუაგულშია – მთავარი ჯვარი არის ერთიანობის ჯვარი. ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ წლის დასაწყისში, მინდა, ყველას გისურვოთ, ვიყოთ ამ დროშის ღირსი, ვიყოთ ის ქართველები, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და აქამდე ატარეს, მაშინ ვიქნებით იმ მომავლის ღირსი, რომელიც დევს ასევე ამ დროშაში სრულიად საქართველოსთვის“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ყველას სიმშვიდე, ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვა.

„ყველას, თქვენს ოჯახებში იყოს ის სიმშვიდე, რომელსაც ასევე ვისურვებ მთელი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, მსოფლიოს და მითუმეტეს ამ რეგიონს  სჭრიდება სიმშვიდე, ეს არის  ჩვენი  მთავარი, ადამიანური საერთო ფასეულობა“ ,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები