პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავის თანამდებობრივ ხელფასზე უარს ამბობს და მის სპეციალურ ფონდში გადარიცხვას გეგმავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ახალ სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დაგროვებით პენსიას საფრანგეთში უკვე იღებს, ამიტომ შეუძლია პრეზიდენტის სარგო ქველმოქმედებას მოახმაროს. 

მისივე თქმით, მაშინ როდესაც, ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია, გადაწყვიტა კერძო საწყისებზე შექმნას ფონდი, რომელიც ​ქველმოქმედებას და ნოვაციის ხელშეწყობას მოხმარდება. 

“პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები