პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ოპოზიცია აქციებს გეგმავს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიების პარალელურად თელავში, შესაძლოა „გაერთიანებული ოპოზიციის“  საპროტესტო აქცია გაიმართოს.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს,  საპროტესტო აქციის გასამართად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ ება, საიდანაც ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მიაწვდნენ თავიანთ მოთხოვნებს.


“ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტიანად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება. არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის დედაქალაქიდან რეგიონში გადატანით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციის თავიდან არიდებას ცდილობს.

 

მსგავსი თემები