“პრეზიდენტიც ადამიანია და მისი პათოსი გასაგებია”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ დადებითად აფასებს.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„აუცილებელია, შეწყალების კომისია და ჯგუფი არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებამდე რაღაც წესების შესაბამისად გადასინჯავს შესაწყალებელი პირების სიას. კარგია, რომ მისი მხრიდან მორატორიუმზე განცხადება გაკეთდა. მისი განცხადება იყო, რომ პრეზიდენტიც ადამიანია და მისი პათოსი გასაგებია”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

მსგავსი თემები