პრეზიდენტის “ტვიტერის” შესაძლო გატეხვაზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის “ტვიტერის” ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება.

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. თუმცა, თავდაპირველად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ეს იყო სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა.

მსგავსი თემები