“რუსეთთან მიმართებაში, პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა გვაქვს” – არჩილ თალაკვაძე

“არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მთავრობა მოახერხა, სტაბილურობა შეენარჩუნებინა რუსეთთან მიმართებაში. 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

მსგავსი თემები