პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული, ისევ პოლიციაზე ძალადობისთვის დააკავეს

20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი წარსულში ნასამართლევია. მას ადრე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. გუშინ კი, მას ბრალი ხულიგნობასთან ერთად, მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის წაუყენეს.

როგორც ბესიკ თამლიანის ყოფილმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მაშინ 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რაც გასაჩივრების შემდეგ კი 3 დღეზე დაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, რადგანაც ბესიკ თამლიანი ერთხელ უკვე გასამართლებულია, ანალოგიური ბრალდებით, ხელმეორედ ვერ გასამართლდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატი ლევან ჩხეიძე 12:00 სთ-ზე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მსგავსი თემები