პოლიციელებს დავით ბერძენიშვილის კორდონით გამოყვანა მოუწიათ

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის სანახავად მისულ „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ხალხს აქვს ფილმის ნახვის უფლება, ხელისუფლებას მოეთხოვება დაიცვას ხალხი“ – ამ სიტყვებით გამოიყვანეს დავით ბერძენიშვილი პოლიციელებმა, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გაიყვანეს ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის კინოთეატრთან ფილმის სანახავად მივიდა, თუმცა, შესვლა ვერ მოახერხა და ის პოლიციის კორდონმა გამოიყვანა.   ფილმის პრემიერას “და ჩვენ ვიცეკვეთ”, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები აპროტესტებენ, მას უკუღმართი ცხოვრების პროპაგანდად აფასებენ და ფილმის ჩაშლას ითხოვენ.