პოლიციელები სიჩქარის გადაჭარბებას ხელის რადარებით გააკონტროლოებენ

საპატრულო პოლიციის თნამშრომლები, დეკემბრიდან, სიჩქარის გადაჭარბებას ხელის რადარებითაც გააკონტროლებენ. საპატრულო პოლიცია ხელის რადარებს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებში დანერგავს, სადაც „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების დაფარვის არეალი არ ვრცელდება და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი აღჭირვილობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უკვე მიიღო.


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რადარების გამოყენების პრაქტიკული კურსებიც გაიარეს.
შსს-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხელის რადარებს  მთელი საქართველოს მასშტაბით არ გამოიყენებენ.

„პატრულ-ინსპექტორები ხელის რადარებს პირველად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გამოიყენებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

 

მსგავსი თემები