პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები