„პოლიტიკური სანაგვე“ – აცხადებს ლევან ვასაძე და რევოლუციის გარეშე ქვეყნის დალაგებას გამორიცხავს

„უნდა შემოღებულ იქნას მკაცრი კონტროლი მასმედიაში ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის მიზნებზე“ – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც რევოლუციის გარეშე ქვეყნს დალაგებას გამორიცხავს.  

ბიზნესმენი, საკუთარ ვიდეომიმართვაში, ყვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობ, რომ პარტიები საერთოდ გასაუქმებელია.

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საერთოდ ლიბერალური ეპოქა განწირულია… ძირმაგარას გასკდომა, რასაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით, უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტიკური სანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას გვერდიდან შესცქერის და ცხადია, რომ ორივე მხარე მტრად მიაჩნია. არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება ამ დღეეში სანაგვეზე და ეს არის მთლიანად შედეგი ლიბერალური იდეოლოგიის შორს მდგომობისა ერის მიზნებისაგან“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

მიცივე თქმით, მედიას მკაცრი კონტროლი სჭირდდება: „უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, როგორც პოლიტიკოსების საბითუმო ფასში ყიდვის ინსტრუმენტები; უნდა შემოღებულ იქნას მკაცრი კონტროლი მასმედიაში ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის მიზნებზე“.

და ბოლოს, ბიზნესმენი ასკვნის, რომ საჭიროა რევოლუცია.

„ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება… თუ კიდევ გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია ამ ჩვენი ქცევის სანაცვლოდ, მაგალითად, მორიგი ომის სახით. მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რა გზით წავა ჩვენი ქვეყნის საქმე. არაა გამორიცხული, რომ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ. თუმცა, იმედია, ეს მაინც არ მოხდება. ასეც რომ მოხდეს ეს ლიბერალები დიდხანს მაინც ვერ ითამაშებენ ხალხის მეგობრების როლს და ისევ ჩვეულ ტერორს მიჰყოფენ ხელს, რასაც აუცილებლად მოყვება მათი ლინჩის წესით გასამართლება ხალხის მხრიდან“ – აცხადებს ლევან ვასაძე.

მსგავსი თემები