პიროტექნიკის აფეთქების ხმა შესაძლოა ცხოველის აგრესიის მიზეზი გახდეს – ვახტანგ ლომჯარია  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად მოერიდონ პიროტექნიკის გამოყენებას, განსაკუთრებით იქ სადაც შინაური ცხოველები არიან. ხმაურით გამოწვეულმა შიშმა, შესაძლოა ცხოველში ფსიქიკური აშლილობა და  აგრესია გამოიწვიოს, შესაბამისად ის საშიში გახდეს ადამიანებისთვის.

“პიროტექნიკის გამოყენებამ, აფეთქების ხმამ შესაძლოა გამოიწვიოს შიში, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული ფსიქიკური აშლილობის, მათ შორის აგრესიის მიზეზი. რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანიც და ცხოველიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოპყრობას. ცხოველთან მიმართებაში ასეთი ფაქტები შეიძლება დაფიქსირდეს საახალწლოდ. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რათა ჩვენ, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასეთი ცხოველი საშიშია საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში“.

​მისივე თქმით, პიროტექნიკა ისევე საშიშია ცხოველისთვის, როგორც ადამიანისთვის. ის შესაძლოა თანაბრად ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ადამიანისთვისაც და ცხოველისთვისაც, მიიღონ სხეულის დაზიანება.

მსგავსი თემები