პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ფოტოკოლაჟი

თელავში, “ბატონის სასახლეში“ საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია დასრულებულია. პირველი ქალი პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.

„დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეიდან უკვე ძალაშია საქართველოს ახალი კონსტიტუცია. 2018 წელს ამომრჩეველმა პრეზიდენტი ბოლოჯერ აირჩია. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არაპირდაპირი გზით ჩატარდება.

 

მსგავსი თემები