პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გამავრცელებლები მკაცრად დაისჯებიან – მამუკა ბახტაძე


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმთავრესი გამოწვევა დღეს მსოფლიოსთვის კიბერდანაშაულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა, ვინც ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოკადრებს გაავრცელებს, უმკაცრესად დაისჯება.

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ძალიან მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართული იქნება ამ საქმეში, კანონით უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. კიბერდანაშაული არის ძალიან მძიმე დანაშაული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დაცული უნდა იყოს ამისგან,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები