“პიკი მაშინ გვქონდა, როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა” – მარინა ენდელაძე

“როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა, მაშინ გვქონდა პიკი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული  განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსი ორგანიზმში დიდხანს რჩება და მასთან გათამამება არ შეიძლება.

„ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება. მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს. გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მსგავსი თემები