პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის street ART -ი თბილისში – ფოტოკოლაჟი

თეატრის ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი “მფრინავი მღებავის” street ART -ი, ამიერიდან მარჯანიშვილის ქუჩის N9-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ფასადზე დაიდებს ბინას.

პროექტი ხელოვნების სასახლი ინიციატივითა “თი ბი სი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდა.

პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავი პირველი ქართული სამუზეუმო ექსპონატია, რომელმაც ქუჩა და თაყვანისმცემელთა გულები დაიპყრო, ის თანამედროევეობის ყველაზე ცნობად და პოპულარულ ექსპონატად იქცა.

“ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ და თიბისი ბანკი ამ დიდებულ მხატვარს, მის შედევრებს მალე მსოფლიოშიც ისევე პოპულარულს გავხდით, როგორც საქართველოში”, – აცხადებენ ხელოვნების სასახლში.

პეტრე ოცხელი ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა ჰქონდა მოსკოვში. იგი შეძლებული ადამიანი იყო და ხშირად ეხმარებოდა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.

მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებდა დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს ასრულებდა.

ხშირად ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ – უმცროსი ძმა, ლეო მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა, ხოლო პეტრე აფერადებდა მათ, შემდეგ კი ნაწილების ერთმანეთზე დამაგრების შედეგად მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ. საბავშვო სპექტაკლებს პეტრე აფორმებდა, დეკორაციების მოხატვაში სხვები ეხმარებოდნენ. ბავშვების ძალებით დადგმული სპექტაკლებია „კურდღლის საცოლე“ და „ღამე ტყეში“ (1916-1917წ.)

1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა ოჯახი ქუთაისში გადაეყვანა, სადაც მას ახლო ნათესავები ჰყავდა და საკუთარი სახლი ჰქონდა.

​პეტრე ოცხელი აფორმებდა ქუთაისის, თბილისის, მოსკოვის თეატრების სპექტაკლებს. 1939 წელს, ლონდონში, თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. 1937 წელს კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მხატვარმა თეატრში მხოლოდ ცხრა სეზონის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.

1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს“ და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები