პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერი განახლდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში არსებული სკვერი განახლდა. მოეწყო ორი საბავშვო ზონა და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, საბაღე სკამები და ურნები.  

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა.  

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 700 კვ. მ  ფართობზე შესრულდა.

მსგავსი თემები