“პენსიონრებს, მასწავლებლებსა და პოლიციელებს სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს” – გიორგი გახარია

“პენსიონერს ვუზრდით პენსიას, მასწავლებლებს განათლების რეფორმის ფარგლებში ვუზრდით ხელფასს, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ მართლწესრიგს ქვეყანაში, მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ის მცირე, რაც მთავრობას შეუძლია იმ ადამიანებს გაუკეთოს, რომელზეც ქვეყნის მომავალი დგას.

„ეს არიან ბავშვები, ეს არიან ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურებიან მოქალაქეს. მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება, ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით. ვუსურვებ ყველა შემდგომ მთავრობას, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები