პეკინზე მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებული აქციის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორია

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, „აიპლიუსის” მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას ერთი პირი დააკავეს. პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დანაშაული აღკვეთეს.

შსს-ს უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ამ წუთებში “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისთვის დაკავებული ნოდარ ქარდავა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორია, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას აქტიურად მოითხოვდა.

მსგავსი თემები