პეკინზე, ბავშვის დაჭრის კადრების გავრცელების გამო, “აიპლიუსი” დააჯარიმეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შპს “აიპლიუსი” დააჯარიმა. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მაღაზია გარე პერიმეტრზე ვიდეო თვალთვალსა და აუდიო ჩაწერას კანონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით. კომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმების მიმდინარეობისას ჩანაწერის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი და მიზანი ვერ დაასახელეს.

“სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მაღაზია „აიპლიუსი“ ​,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. შესაბამისად, კომპანიას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 27 აგვისტოს, “აიპლიუსის” გვერდზე გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარ ფაქტს ასახავს. კერძოდ, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ მიაყენა ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები.

მსგავსი თემები