“პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრესინდრომი, სეფსისი და ყველა შესაძლო მძიმე გართულება” – რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 პაციენტია მოთავსებული, აქედან კოვიდინფექციის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, კოვიდინფიცირებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრესინდრომი, სეფსისი და ყველა შესაძლო მძიმე გართულება. დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არც ერთ სხვას მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს კლინიკას. რეტესტირება დღეს გაუკეთდება ხუთ პაციენტს სულ ტესტირება გაუკეთდება ათ პაციენტს“, – განაცხადა გოფოძემ.

მსგავსი თემები