პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები

One Thought to “პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ”

  1. Write more, thats all I have to say. Literally, it seems as though you
    relied on the video to make your point. You definitely know what youre talking
    about, why waste your intelligence on just posting videos to your blog when you could be giving
    us something informative to read?