პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც.

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.

ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. 17 აპრილს როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მსგავსი თემები