„პატიმრები ჩვენთან ისეთ რამეებს ამბობენ, რაც პროკურორმაც კი არ იცის, შეწყალებისას, მამაოების ჩართულობა აუცილებელია“ – დეკანოზი

სასულიერო პირები პატიმართა შეწყალებისას მათი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. დეკანოზებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც პატიმართა შეწყალებისას სასულიერო პირების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრეს.

„სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს: ვინც ერთ მშიერს დააპურებს – მე დამაპურებს; ვინც ერთ შიშველს შემოსავს – მე შემმოსავს; ვინც ერთ გაჭირვებულს შეიწყალებს – მე შემიწყალებს;  ვინც ერთ პატიმარს მოინახულებს – მე მომინახულებს. პატიმრების მონახულება ეს არის მაცხოვრის ბრძანების შესრულება. პატიმრების მონახულებაში ხელისუფლებაც ხელს გვიწყობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ შევდივართ ციხეებში და ვაკეთებთ იმას, რაც გვავალია, ეკლესიის მთავარი დანიშნულებაა ადამიანი მოახვედროს სამოთხეში, მიეხმაროს, რომ გამოვიდეს ლოთობიდან, ნარკომანიიდან, მრისხანებიდან და სწორ გზაზე დადგეს“ – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

დეკანოზის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც საკმაოდ აქტიურად შედიოდნენ ციხეებში, სადაც საკმაოდ ბევრი უდანაშაულო პატიმარი იჯდა.

„სააკაშვილის დროს ძალიან რთული ვითარება იყო, რადგან, ციხეები გადავსებული იყო პატიმრებით და ძალიან ბევრი უდანაშაულოდაც.  ზოგი აღსარებასაც კი ვერ იძახდა ისე ეშინოდათ. შეწყალებას რაც შეეხება, საპატრიარქოში არის მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილება, როცა ჩვენთან მოდის პატიმრის ახლობელი, ან თუ პატიმარი ითხოვს შეწყალებას, მას დიდი დანაშაული არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, რომ რეკომენდაცია მივცეთ. შეიძლება, დიდი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, აღსარებასაც ამბობდეს და ეზიარებოდეს კიდეც, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის უნდა გამოვიდეს. არის დანაშაული, რომლის გამართლება არ შეიძლება. ასევე, არიან პატიმრები, რომლებიც ტყუილად ზიან ციხეში, ისინი აღსარებაში ყველაფერს ამბობენ მაგრამ ამას ხომ ვერ ვიტყვით. პატიმრები ჩვენთან ისეთ რამეებსაც ამბობენ, რაც პროკურორმაც არ იცის. სასულიერო პირმა ყველაფერი იცის პატიმრის შესახებ, შესაბამისად, მის მიერ გაცემული რეკომენდაცია ყტყუარია. თუ მღვდლმა არასწორი რეკომენდაცია გასცა, მის სიტყვას ფასი არ ექნება“  – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება პროცედურებს, როგორ დეკანოზმა აღნიშნა, სასულიერო პირების რეკომენდაცია ეგზავნება პრეზიდენტს და ის გაითვალისწინებს თუ არა, მხოლოდ  მისი გადასაწყვეტია.  

„თუ სასულიერო პირი დარწმუნებული არ არის პატიმარში, ისე რეკომენდაციას არ გასცემს. ჩვენ ვაძლევდით მხოლოდ რეკომენდაციას. ისეთ ადამიანს, რომელსაც დიდი სისასტკე აქვს ჩადენილი, ვერ მისცემ რეკომენდაციას, სისნდისი არ მოგცემს ამის უფლებას“ – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებასთან დაკავშირებით, არასწორია.     

https://mcm.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b/

მსგავსი თემები