„პატიმართა შეწყალებაში სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ“ – აცხადებს დეკანოზი

დეკანოზ დავით ქვლივიძის განცხადებით, პატიმართა შეწყალების პროცესში სასულიერო პირები უნდა ჩაერთონ, რადგანაც სწორედ სასულიერო პირები იცნობენ პატიმართა შინაგან სამყაროს ყველაზე მეტად. აღნიშნული განცხადება დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას გააკეთა.

„პატიმართა შეწყალების პროცესში სასულიერო პირები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები. სააკაშვილის დროს, ციხეები გადავსებული იყო პატიმრებით. იმ რეჟიმის დროს, პატიმრების მნახველების დაახლოებით 80% მღვდლები იყვნენ. სწორედ ისინი იცნობდნენ მათ სულიერ მდგომარეობას, მღვდლები ესაუბრებოდნენ მათ, იცოდნენ მათი შინაგანი სამყარო და ყველაფერი. ისინი იყვნენ მათი სულიერი მამები, სულის მკურნალები და მათ იცოდნენ ასეთ ადამიანებს რა სჭირდებათ. ზოგისთვის იქ ყოფნა აუცილებელი იყო,ზოგისთვის კი – საშიში. ამით, ყველაფერი გითხარით“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები