“პარტიიდან გასვლის გამო, არავის დაიჭერენ, დახვრეტენ და არც ოჯახებს არ გაუმწარებენ” – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებაში” გუნდი შესაცვლელია.

როგორც ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პარტიისთვის მთვარია 2020 წლის არჩევნებამდე მყარად მივიდნენ და საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები შეასრულონ.

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ის გარკვეული მონაპოვარი, რომელიც დღეს არსებობს, არ გაგვეფანტოს და 2020 წლამდე შევძლოთ მყარად მისვლა. უმნიშვნელოვანესია იმ დაპირებების ასრულება, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. ამისათვის საჭიროა, გუნდში მოხდეს გადაწყობა. გუნდი არის გადასაწყობი,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, პარტიიდან გასვლა დემოკრატიული პროცესია და ამის გამო იმ დეპუტატებს, რომლებმა გუნდი დატოვეს არავინ დახვრეტს: “პარტიიდან გასვლა დემოკრატიული პროცესია და გასვლის გამო მათ არავინ დაიჭერს, არც დახვრეტს და არც ოჯახებს არ გაუმწარებს. ეს ბუნებრივია, თუ ადამიანს აღარაფერი დარჩა იქ, სადაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს რწმენა გაუქრა, ლოგიკურია, რომ ის ტოვებს ორგანიზაციას. მითუმეტეს, თუ, მას გარკვეულ პოლიტიკურ კარიერაზე ფსონი აქვს დადებული“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები